თბილისის მოსახლეობის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

დღეს, თბილისის მოსახლეობის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება,  „თელასის“ ცნობით,  გეგმური პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, 11:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: კრწანისის, შუშინის, ბააზოვის, გრიშაშვილის და ფერდოუსის ქუჩების მცხოვრებლებს.
10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაჟა-ფშაველას გამზირის, თავხელიძის, იოსელიანის, ბალანჩივაძის, ახალშენის, დოლიძის და ბზვანელის ქუჩების მცხოვრებლებს.
10:30 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი გლდანის (ნაწილობრივ), მუხიანის დსახლების (ნაწილობრივ), მუხიანის აგარაკების (ნაწილობრივ), მონადირის, ფირცხალავას, ავშნის, ნუშის, ხუდადოვის, სტურუას, მესხის და კელაპტრიშვილის ქუჩების მცხოვრებლებს.
 
10:30 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დიღმის მასივის III კვარტლის, მიქელაძის და ბელიაშვილის (ნაწილობრივ) ქუჩების მცხოვრებლებს.
 
11:30 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აღმაშენებლის გამზირის (ნაწილობრივ) მცხოვრებლებს.
 
11:00 საათიდან 19:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ილია ჭავჭავაძის და თამარაშვილის გამზირების, რიგის, თაქთაქიშვილის, ფალიაშვილის, აბაშიძის, უნივერსიტეტის, ლორთქიფანიძის, ბარნოვის, კავსაძის, კეკელიძის, შატბერაშვილის, შროშის, ქუთათელაძის, ქობულეთის, ნაფარეულის, ჯანაშვილის და ბაზალეთის ქუჩების მცხოვრებლებს.
 
12:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: კახეთის გზატკეცილის, მამისაშვილის და ლორთქიფანიძის (ნაწილობრივ) ქუჩების მცხოვრებლებს.
 
11:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის ხევის დასახლების, გლდანის მასივის „ა“ და VII მიკრორაიონების, მუხიანის II და IVა მიკრორაიონების, გურამიშვილის გამზირის (ნაწილობრივ), ილია ვეკუას, ხიზაბავრის, აკაკი ვასაძის, შეშელიძის, ომარ ხიზანიშვილის, იპოლიტოვ-ივანოვის, დავით სარაჯიშვილის, რომან ჭელიძის, ილორის და ზარზმის ქუჩების მცხოვრებლებს.
 
კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები