„დისკომფორტის ზონა“ – ხვალ ფსიქოლოგიური ტრენინგ-თამაში იწყება

7 სექტემბერს, საავტორო ფსიქოლოგიური ტრენინგ-თამაში – „დისკომფორტის ზონა“ იწყება, რომელიც საქართველოში პირველად იმართება.
ფსიქოლოგიური ტრენინგ-თამაშის შესახებ იდეის ავტორმა, ფსიქოლოგმა ხათუნა მუზაშვილმა, ჟურნალისტმა დეა თავბერიძემ, რეჟისორმა პეტრე ჩარგეიშვილმა და კონკურსანტმა სალომე გოგეშვილმა მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრეს.
ორგანიზატორების თქმით, შოუ იმ ადამიანებზეა გათვლილი, რომლებსაც ცხოვრებაში რეალურად სურთ წარმატების მიღწევა. მათივე განცხადებით, თამაშში არსებული დაბრკოლებების გადალახვა და ამის შედეგად მიღებული გამოცდილება, სწორედ ამის საფუძველს იძლევა.
იდეის ავტორი ფსიქოლოგი ხათუნა მუზაშვილია. მისი თქმით, დისკომფორტის დაძლევა არის ერთგვარი საშუალება, საკუთარ გონებაში ჩავწეროთ წარმატებისთვის აუცილებელი „პროგრამები“ და ჩვენს ფსიქიკაში შევიყვანოთ მარცხის საწინააღმდეგო „ვაქცინები“.
„მოქმედება იწყება მარჯანიშვილის თეატრის სცენაზე, თეატრალიზირებული წარმოდგენით და გრძელდება ტყეში. თეატრში იქნებიან როგორც პროექტის მონაწილეები, ასევე, დამსწრეები და კონკურსანტების გულშემატკივრებიც. შეირჩევა მონაწილეთა ის კატეგორია, რომელსაც გააზრებული აქვს საკუთარ თავზე მუშაობის მნიშვნელობა და ზუსტად იცის, თუ რატომ უნდა შეიქმნას ხელოვნურად დისკომფორტი.
ფსიქოლოგიურ ტრენინგ-თამაშს 12 – დან 22 მონაწილემდე ეყოლება. გამოვლინდება 3 გამარჯვებული, მათ შორის იქნება, როგორც ინდივიდუალური მოთამაშე, ასევე, წყვილიც. მომავალ წლის აგვისტოში კი უკვე გამარჯვებულებს შორის შედგება „დისკომფორტის ზონის“ სუპერფინალი, ძალიან სერიოზული პრიზებით. სუპერ ფინალი უცხოეთში ჩატარდება“,- განაცხადეს ორგანიზატორებმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები