ბორჯომში ხანძრის ჩაქრობისას რეინჯერი დაიღუპა

ბორჯომის ნაკრძალში ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის დაცვის განყოფილების უფროსი 43 წლის ივანე კუპრაძე ხანძრის ქრობის დროს დაიღუპა. ხანძარი 200 კვადრატულ მეტრზე იყო გავრცელებული. ცეცხლი, სავარაუდოდ, დაუდევრობით გაჩნდა. სალიკვიდაციო სამუშაოების დროს რეინჯერს ხე დაეცა. მომხდარის შესახებ ინფორმაცია სახანძრო-სამაშველო ძალების დეპარტამენტის დირექტორმა ალექსანდრე ხვადაგიანმა დაადასტურა.
მომხდარზე შინაგან საქმეთა სამინისტროს ბორჯომის რაიონულ სამმართველოში გამოძიება სიცოცხლის გაუფრთხილებლობით მოსპობის ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო.
ხანძარი ბორჯომის ნაკრძალში დღის მეორე ნახევარში გაჩნდა. ერთ-ერთი ვერსიით, ვიზიტორებმა იმ ტერიტორიაზე მწვადი შეწვეს. მათი დატოვებული ცეცხლი კი ახლომდებარე ხეებზე გადავიდა.
ცეცხლი ამჟამად უკვე ჩამქრალია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები