დაბადებიდან უსინათლო დიანა ქობალია უსინათლო ადამიანებისთვის განკუთვნილ წნევის საზომ აპარატზე ოცნებობს

„ჩერნოვეცკის“ ფონდის 53 წლის ბენეფიციარი – დიანა ქობალია დაბადებიდან უსინათლოა. მძიმე ოჯახური მდგომარეობის გამო, მას საკუთარი სახლის დატოვება მოუხდა და ამჟამად თბილისში სრულ მარტოობაში ცხოვრობს.
დიანას ძალიან უჭირს თავის მოვლა, ოთახში სისუფთავის შენარჩუნება, პროდუქტების საყიდლად გასვლა და საკვების მომზადება. ამაში მას „ჩერნოვეცკის“ ფონდის ექთნები და სოციალური მუშაკები ეხმარებიან, ამარაგებენ მედიკამენტებით და ჰიგიენური საშუალებებით.
დიანა უსინათლო ადამიანებისთვის განკუთვნილ წნევის საზომ აპარატზე ოცნებობს. მას წნევის კონტროლი მუდმივად სჭირდება, რომ წამალი დროულად მიიღოს, ხშირად მეზობლების შეწუხება კი ძალიან ერიდება.
ინვალიდობის პენსია და სოციალური დახმარება დიანას მხოლოდ ელემენტარულ საკვებზე და წამლებზე თუ ჰყოფნის.
„მეგობრებო, მოდით, დახმარების ხელი გავუწოდოთ I ჯგუფის ინვალიდს, დიანა ქობალიას! შემოწირულობის ჩარიცხვა თქვენ შეგიძლიათ „ჩერნოვეცკის“ ფონდის ანგარიშზე GE15TB7194336080100003 ან ️GE64BG0000000470458000 (დანიშნულება: დიანა ქობალია) ან ფონდის საიტიდან: ️https://chernovetskyifund.ge/ge/projects/359-qobalia/ “,- აცხადებენ ფონდში.

R

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები