ხანძარი განახლებაში – დაიწვა ორი სახლი და დამხმარე ნაგებობები (ფოტოკოლაჟი)
სოფელ განახლებაში ამირან ბოლქვაძისა და რეზო ბოლქვაძის საცხოვრებელ სახლებსა და დამხმარე ნაგებობებს ცეცხლი გაუჩნდა.
შემთხვევის ადგილზე მობილიზებული იყო ხულოს, შუახევისა და ქედის 5 სახანძრო-სამაშველო ბრიგადა, მუნიციპალიტეტის მერიისა და შესაბამისი სამსახურების დამხმარე ტექნიკა. შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდნენ მუნიციპალიტეტის მერი გოჩა მელაძე,
საკრებულოს თავმჯდომარე ჯუმბერ დიმიტრაძე და სხვა მუნიციპალური სამსახურების წარმომადგენლები.
ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში შესაბამის სამსახურებთან ერთად, სოფლის მოსახლეობა და ხელისუფლების წარმომადგენლები იყვნენ ჩართული.
„დიდი მცდელობის მიუხედავად ორივე საცხოვრებელი სახლი დამხმარე ნაგებობებთან ერთად თითქმის მთლიანად განადგურდა. ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა. ამ დროისათვის ხანძარი ლიკვიდირებულია.
უნდა აღინიშნოს, რომ დღესვე მოხდება დაზარალებული ოჯახების უსაფრთხო ადგილზე გაყვანა, შემდეგ კი ორივე ოჯახი ქირით უზრუნველყოფის პროგრამაში ჩაერთვება. შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოდგენის შემდეგ, დაზარალებულები დამხმარების სახით 10000 ლარს მიიღებენ“,- აცხადებენ ხულოს მუნიციპალიტეტის მერიაში.