ვალდის ზატლერსი: გიორგი მარგველაშვილი ერთ-ერთი რეალური საპრეზიდენტო კანდიდატი იქნებოდა, რომელიც ნამდვილად იმსახურებს ამ თანამდებობას

ლატვიის ყოფილმა პრეზიდენტმა, ვალდის ზატლერსმა გიორგი მარგველაშვილს წარმატებები უსურვა. მისივე თქმით, ის ერთ-ერთი ნამდვილი საპრეზიდენტო კანდიდატი იქნებოდა, რომელიც რეალურად იმსახურებს ამ თანამდებობას. აღნიშნული განცხადება დღეს პრეზიდენტის სასახლეში ლატვიის ყოფილმა პრეზიდენტმა, ვალდის ზატლერსმა გიორგი მარგველაშვილთან ერთად გამართულ საჯარო ლექციაზე გააკეთა, რომლის დასაწყისშიც საქართველოს პრეზიდენტმა საზოგადოებას საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობასთან დაკავშირებული გადაწყვეტილება გააცნო და აღნიშნა, რომ საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის მიღებას აღარ აპირებს.

“პირველ რიგში, მინდა, მადლობა გადავუხადო საქართველოს პრეზიდენტს. ის არაჩვეულებრივი ადამიანია. შესაძლოა, ამ სიტუაციაში არ მოველოდი მის განცხადებას, თუმცა ის ერთ-ერთი ნამდვილი კანდიდატი იქნებოდა, რომელიც რეალურად იმსახურებს ამ თანამდებობას. ის საქართველოს ნამდვილი პატრიოტი და ნამდვილად არაჩვეულებრივი ადამიანია. ის წარმატებით ემსახურა საქართველოს და განაგრძობს ქართველი ხალხის და სახელმწიფოს სამსახურს. გისურვებთ ყოველივე საუკეთესოს, ბატონო პრეზიდენტო, იმედია, ნათელი მომავალი გვექნება, როგორც ჩვენ, ასევე, თითოეულ თქვენგანს”, – აღნიშნა ვალდის ზატლერსმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები