სმიტების ოჯახის წევრების მკვლელობის საქმის განხილვა დაიხურა

სმიტების ოჯახის წევრების მკვლელობის საქმის განხილვა დაიხურა. აღნიშნული გადაწყვეტილება მცხეთის სასამართლოს მოსამართლიემ მიიღო.
მისი თქმით, ვინაიდან საქმე შეიცავს სექსუალური დანაშაულის ნიშნებს და ერთ-ერთი მსხვერპლი არის არასრულწლოვანი, მიიღო გადაწყვეტილება საქმის განხილვა დაიხუროს.
რაც შეეხება აღკვეთის ღონისძიების გადასინჯვის თაობაზე გადაწყვეტილებას, მოსამართლის თქმით, აღნიშნული საჯარო იქნება.
სასამართლო საქმეში ბრალდებული 19 წლის მწყემსის, მალხაზ კობაურისთვის შეფარდებული აღკვეთის ღონისძიების გადასინჯვაზე უკვე მსჯელობა. კობაურს ამჟამად პატიმრობა აქვს შეფარდებული.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები