ზურაბ ხონელიძე: კანონს ყველა უმაღლესი სასწავლებელი ვიცავთ და არ მგონია სწორი რომელიმეს უპირატეს მდგომარეობაში ჩაყენება

„კარგია, რომ უნივერსიტეტმა გადაიხადა სახელმწიფოს მიმართ დავალიანება და ამით მან ფაქტობრივად აღიარა, რომ დავალიანება ჰქონია.
ახლა უნდა მიჰყვეს პროცედურებს, რომელიც კანონით არის დადგენილი, მიმართოს სააპელაციო საბჭოს. კანონს ყველა უმაღლესი სასწავლებელი ვიცავთ და არ მგონია სწორი რომელიმეს უპირატეს მდგომარეობაში ჩაყენება“, – ამის შესახებ სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, ზურაბ ხონელიძემ განაცხადა.
შეგახსენებთ, რომ შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტმა სახელმწიფოს მიმართ დავალიანება დაფარა, ხოლო ხარისხის ეროვნული ცენტრი განცხადებით, ასეთი ტიპის გადაწყვეტილებების რევიზია შესაძლებელია მხოლოდ სააპელაციო პროცედურების გავლით. შესაბამისად, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტმა, კანონით გათვალისწინებული პროცედურების დაცვით, პირველ რიგში, უნდა მიმართოს სააპელაციო საბჭოს და წარმოადგინოს მყარი არგუმენტები ბიზნეს პროცესის უწყვეტობის, ინსტიტუციური მდგრადობის და სტანდარტებით გათვალისწინებული სხვა მოთხოვნების შესახებ, რათა ეჭვქვეშ არ დადგეს ყველაზე მნიშვნელოვანი – უნივერსიტეტის სტუდენტთა ინტერესები.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები