იუსტიციის მინისტრმა ეროვნული არქივის თანამშრომლებს არქივების საერთაშორისო დღე მიულოცა
იუსტიციის მინისტრმა პაატა სალიამ, ეროვნული არქივის თანამშრომლებს არქივების საერთაშორისო დღე მიულოცა. ინფორმაციას იუსტიციის სამინისტრო ავრცელებს.
,,პაატა სალიამ ეროვნული არქივის დირექტორ თეონა იაშვილთან ერთად არქივის გამორჩეული თანამშრომლები სიგელებითა და საჩუქრებით დააჯილდოვა, ორ თანამშრომელს კი, დამსახურებული არქივისტის წოდება მიანიჭა.
იუსტიციის მინისტრმა, საქართველოს ეროვნულ არქივში სამუშაო შეხვედრა გამართა; საუბარი შეეხო მიმდინარე პროექტებს, სამომავლო გეგმებსა და არსებულ გამოწვევებს. პაატა სალიამ, მოადგილეებთან ერთად, დაათვალიერა ეროვნული არქივის ინფრასტრუქტურა და ადგილზე გაეცნო თანამშრომელთა სამუშაო პირობებს. არქივების საერთაშორისო დღე – 9 ივნისს, 2007 წელს არქივების საერთაშორისო საბჭომ (ICA) დააწესა. საქართველოს ეროვნული არქივი არქივების საერთაშორისო საბჭოს (ICA) წევრია და ამ საზეიმო თარიღს ყოველწლიურად სხვადასხვა ღონისძიებით აღნიშნავს”,- ნათქვამია ინფორმაციაში.