ბათუმში, სადაც გზის მშენებლობა მიმდინარეობს, საბრძოლო მასალა და ჭურვები აღმოაჩინეს

ბათუმში, ე.წ. გოროდოკის დასახლებაში, სადაც შემოვლითი გზის მშენებლობა მიმდინარეობს, გათხრების დროს საბრძოლო მასალა და ჭურვები აღმოაჩინეს.
ამ დროისათვის აღნიშნულ ტერიტორიაზე მუშაობა დროებით შეწყვეტილია.
აღნიშნულ ტერიტორიაზე წლების წინ რუსული სამხედრო ბაზა ფუნქციონირებდა, სავარაუდოდ, სწორედ ამ ბაზის კუთვნილება იყო აღმოჩენილი საბრძოლო მასალა.
ტერიტორია, სადაც გამნაღმველები მუშაობენ, ლენტით არის შემოსაზღვრული, მიმდებარედ კი სამუშაოები გრძელდება.
როგორც „კვირას“ შს სამინისტროში განუცხადეს, მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, გამოძიება სსკ-ის 236-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც დიდი რაოდენობით საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შენახვას გულისხმობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები