ანაკლიაში, ფესტივალ Echowaves Festival-ის საორგანიზაციო ჯგუფი მამაკაცის გარდაცვალებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს – ორგანიზატორები გამოძიებასთან თანამშრომლობენ

„Echowaves Festival”-ის საორგანიზაციო ჯგუფი, ანაკლიაში, ახალგაზრდა მამაკაცის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს. ინფორმაციას ფესტივალის ორგანიზატორები ავრცელებენ.
ფესტივალის საორგანიზაციო ჯგუფის ინფორმაცით, ისინი ყველა შესაბამის უწყებასთან თანამშრომლობენ, მომხდარის მიზეზების დასადგენად.
ასევე, საორგანიზაციო ჯგუფი მოუწოდებს ფესტივალის მონაწილეებს, საკუთარ ჯანმრთელობას გაუფრთხილდნენ.
“Echowaves Festival”-ის საორგანიზაციო გუნდი მწუხარებას გამოთქვამს ახალგაზრდა მამაკაცის გარდაცვალების გამო და სამძიმარს ვუცხადებთ დაღუპულის ოჯახსა და მეგობრებს. “Echowaves Festival” თანამშრომლობს ყველა შესაბამის უწყებასთან ტრაგედიის გამომწვევი მიზეზების დასადგენად. ფესტივალის ორგანიზატორები კიდევ ერთხელ მოგიწოდებთ, გაუფრთხილდეთ საკუთარ და მეგობრების ჯანმრთელობას. იმ შემთხვევაში, თუკი თავს შეუძლოდ იგრძნობთ, მიმართოთ ფესტივალის ტერიტორიაზე მობილიზებულ სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფებს, სამედიცინო პუნქტებს, ან „SAFEWAVES“-ს და „მანდალას“ მოხალისეებს“,- ნათქვამია განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები