ინფრასტრუქტურის სამინისტრო და გზების დეპარტამენტი სოციოლოგიურ გამოკითხვას ატარებს

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო საავტომობილო გზების დეპარტამენტთან ერთად თბილისის შემოვლითი გზის განვითარებისათვის მოძრაობის ინტენსივობისა და მიმართულებების დასადგენად სოციოლოგიურ გამოკითხვას ატარებს.
უწყების ინფორმაციით, თბილისის შემოვლით გზის ახალი პროექტი მნიშნვნელოვანია, როგორც სატრანზიტო მოძრაობისთვის, ასევე, ქალაქ თბილისში მოძრაობის განტვირთვისა და მგზავრობის დროის შემცირებისათვის.
კვლევა ტარდება: თბილისი-ნატახტრის გზა, ლოჭინის ხიდი 21-ე კმ, ზემო ფონიჭალა – მარნეულის მიმართულებით, თბილისი-რუსთავი 14-ე კმ.
16 მაისს, ჩატარდა კვლევის პირველი ეტაპი, რომლის ფარგლებში ინტერვიუერებმა გამოკითხეს აღნიშნულ მიმართულებებზე მოძრავი ავტოტრანსპორტის მძღოლები.გამოკითხვასთან ერთდ, ზემოაღნიშნულ წერტილებში დამონტაჟდა ავტომატური სათვლელი აღჭურვილობები, რომლებიც 48 საათის განმავლობაში დაითვლიან ავტოტრანსპორტის მოძრაობის ინტენსივობას, მათი კატეგიროების მიხედვით.
სოციოლოგიური კვლევა ნებაყოფლობითია და მოძრაობის უსაფრთხოების მიზნით, საპატრულო პოლიციის დახმარებით ტარდება.
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო და საავტომობილო გზების დეპარტამენტი მადლობას უხდის ყველა იმ მძღოლს, რომელმაც კვლევაში მიიღო მონაწილეობა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები