„მხარს ვუჭერთ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და რაც შეგვიძლია ყველაფერს გავაკეთებთ ამ კონფლიქტის გადასაჭრელად”
გერმანიის კანცლერის, ანგელა მერკელის განცხადებით, გერმანია მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და ამ პრობლემის გადასაჭრელად ყველაფერს გააკეთებს, – ამის შესახებ მან საქართველოს პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძესთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
„მხარს ვუჭერთ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და ჩვენ რაც შეგვიძლია ამ კონფლიქტის გადასაჭრელად, ჩვენი წვლილის შესატანად, ყველაფერს გავაკეთებთ. შარშან საქართველო-გერმანიის წელი ვიზეიმეთ, 25 წელი ჩვენი დიპლომატიური ურთიერთობის დამყარების მას შემდეგ, რაც საქართველომ დამოუკიდებლობა მოიპოვა. რა თქმა უნდა, საქართველო წელს ზეიმობს თავისი პირველი რესპუბლიკის 100 წლისთავს და ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ორასი წლის წინ საქართველოში პირველი გერმანელები ჩამოსახლდნენ და ძალიან დიდი ხნის ურთიერთობაა ჩვენს ქვეყნებს შორის.
წელს საქართველო საპატიო სტუმარია ფრანკფურტის წიგნების ბაზრობაზე და მოუთმენლად ველით ამ ღონისძიებას. გვაინტერესებს როგორი იქნება საქართველოს წარმოდგენა იქ. ძალიან კარგია, რომ საქართველოსა და გერმანიას შორის, ხალხებს შორის თანამშრომლობა და პარტნიორობა ვითარდება, ასევე ძალიან ბევრი ტურისტი ჩამოდის საქართველოში გერმანიიდან“, – განაცხადა ანგელა მერკელმა.