“ზუსტად 10 წლის წინ, მოვთხოვეთ რუსეთს ჯარების გაყვანა და 10 წლის შემდეგაც მხარს ვუჭერთ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას”

„ზუსტად 10 წლის წინ, მკაფიოდ მოვითხოვე რუსეთის ჯარების გაყვანა და 10 წლის შემდეგაც მხარს ვუჭერ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას. რაც შეგვიძლია გავაკეთოთ ამ კონფლიქტის გადასაჭრელად, ჩვენს წვლილს შევიტანთ ამაში“, – ამის შესახებ გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის კანცლერმა ანგელა მერკელმა საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში, პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძესთან გაფართოებული ფორმატის შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
ამასთან, კანცლერმა აღნიშნა, რომ იგი მოხარულია, აგვისტოს ომიდან 10 წლის შემდეგადაც საქართველოში იმყოფება.
„მოხარული ვარ, რომ დღეს საქართველოში ვიმყოფები. ბოლოს აქ სტუმრად ზუსტად 10 წლის წინ ვიყავი. მაშინ ხელი მოეწერა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას. მკაფიოდ მოვითხოვე რუსეთის ჯარების გაყვანა და რა თქმა უნდა, 10 წლის შემდეგაც მხარს ვუჭერ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას. რაც შეგვიძლია გავაკეთოთ ამ კონფლიქტის გადასაჭრელად, ჩვენს წვლილს შევიტანთ ამაში“, – განაცხადა მერკელმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები