„იუსტიციის საბჭოსაც და უზენაეს სასამართლოსაც შევთავაზეთ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატის შერჩევაში მონაწილეობა და მათგან უარი მივიღეთ“

0

საქართველოს პრეზიდენტის პოლიტიკური მდივანი ფიქრია ჩიხლაძე უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის კანდიდატურის შესარჩევი პროცესის მიმდინარეობას განმარტავს და აცხადებს, რომ პრეზიდენტის ადმინისტრაციამ ამ პროცესში ჩართვა და აქტიური მონაწილეობა როგორც იუსტიციის საბჭოს, ასევე უზენაეს სასამართლოს შესთავაზა, თუმცა მათგან უარყოფითი პასუხი მიიღო.
„პროცესის დასაწყისში განისაზღვრა ადამიანებისა და ორგანიზაციების ის წრე, რომელთა ჩართულობა აუცილებლად და მნიშვნელოვნად მიგვაჩნდა. შესაბამისად, აქედან ვერფრით ვერ იქნებოდა გამორიცხული იუსტიციის უმაღლესი საბჭო და უზენაესი სასამართლო. ჩვენ გვქონდა კონტაქტი ორივე უწყების ხელმძღვანელებთან და შევთავაზეთ, რომ მათთვის სასურველ დროს და სასურველ ფორმატში გამართულიყო შეხვედრები.
მათ აიღეს გარკვეული ვადა პასუხისთვის და შემდგომ იუსტიციის საბჭოს მდივანმა განაცხადა, რომ საბჭოს წევრების უმეტესობა შვებულებაში იმყოფებოდა და ამიტომ შეხვედრა ვერ მოხერხდებოდა. რაც შეეხება უზენაესი სასამართლოს მოვალეობის შემსრულებელს, მან ბრძანა, რომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებმა თავი შეიკავეს შეხვედრაში მონაწილეობისაგან, იმ არგუმენტით, რომ ასეთ პროცესში მოსამართლეების ჩართულობა გამართლებულად არ მიიჩნიეს. ყველამ იცის, რომ უმრავლესობასთან გარკვეული მოლაპარაკებაც მიდიოდა, მაგრამ პროცესში უცებ გაწყდა კომუნიკაცია და მათ უარი თქვეს ამ შეხვედრის ჩანიშვნაზე”, – განაცხადა ფიქრია ჩიხრაძემ.

კომენტარები

კომენტარი