შავი ზღვის უნივერსიტეტის სტუდენტები საბჭოს გადაწყვეტილებას გააპროტესტებენ

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტები საბჭოს გადაწყვეტილებას გააპროტესტებენ.
როგორც დღეს გახდა ცნობილი, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულმა ცენტრმა შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტს სტუდენტების მიღება ერთი წლით შეუზღუდა.
„საბჭოს გადაწყვეტილება არის უსამართლო და არაარგუმენტირებული. სწორედ ამის გასაპროტესტებლად გელოდებით დღეს, 21 აგვისტოს, 16:00 საათზე, განათლების სამინისტროსთან“, – აცხადებენ სტუდენტები.
აღნიშნული გადაწყვეტილების მიღების მიზეზად უნივერსიტეტის ფინანსური არამდგრადობა დასახელდა, რაც, სტუდენტების თქმით, სიმართლეს არ შეესაბამება და უნივერსიტეტი მდგრადობას შესაბამისი დოკუმენტაციით ადასტურებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები