სალომე ზურაბიშვილი: ვაგრძელებ ჩემს კამპანიას და მოთმინებით ველოდები “ქართული ოცნების” გადაწყვეტილებას

ვაგრძელებ ჩემს კამპანიას და მოთმინებით ველოდები “ქართული ოცნების” გადაწყვეტილებას, – ამის შესახებ პრეზიდენტობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა.
„არ ვფიქრობ, რომ „ქართული ოცნება“ რამის გამო თავს იკავებს. „ქართული ოცნება“ მსჯელობს ამ საკითხზე და ეს სავსებით ნორმალურია. არაფერი არ ეჩქარებათ და ძალიან დიდი იმედით და მოთმინებით ველოდები მათ გადაწყვეტილებას. ვაგრძელებ ჩემს კამპანიას და ხელმოწერების შეგროვებას“, – განაცხადა ზურაბიშვილმა.
პრეზიდენტობის დამოუკიდებელ კანდიდატმა დღეს შეხვედრები გორისა და კასპის მოსახლეობასთან გამართა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები