ივანე მაჭავარიანი საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიას შეხვდა

ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიას შეხვდა, რომელსაც მერსედეს ვერა მარტინი ხელმძღვანელობს.
შეხვედრაზე ისაუბრეს საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგრამის მიმდინარეობაზე, ასევე განიხილეს მიმდინარე წლის მაკროეკონომიკური მდგომარეობა, ფისკალური და სტრუქტურული რეფორმების მიმდინარეობა, 2019 წლის ბიუჯეტის ძირითადი პრიორიტეტები.
ფინანსთა მინისტრმა ხაზი გაუსვა საერთაშორისო სავალუტო ფონდთან პარტნიორობის მნიშვნელობას და კმაყოფილება გამოთქვა „გაფართოებული დაფინანსების მექანიზმით” მიმდინარე პროგრამის მეორე მიმოხილვის წარმატებით დასრულების გამო, სადაც ხაზგასმულია ეკონომიკური განვითარების თვალსაზრისით ქვეყანაში მიღწეული პროგრესი და ამ მიმართულებით წინგადადგმული ნაბიჯები.
როგორც მან აღნიშნა, პროგრამა ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოსთვის, რადგან იგი სრულად ეფუძნება საქართველოს მთავრობის რეფორმების დღის წესრიგს და მხარს უჭერს ქვეყანას დასახული სტრატეგიული მიზნების მიღწევაში.
საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის ხელმღვანელმა კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს მიერ პროგრამით გათვალისწინებული კრიტერიუმების შესრულება და აღნიშნა, რომ ხელისუფლებამ უნდა გააგრძელოს რეფორმები, რომელიც მიმართული იქნება სახელმწიფო ინვესტიციების ზრდის, ბიზნესგარემოს, მმართველობისა და განათლების ხარისხის გაუმჯობესებისკენ.
საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისია საქართველოს სამუშაო ვიზიტით 27 აგვისტომდე სტუმრობს. ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია მისიის წევრების შეხვედრები მთავრობის ეკონომიკური გუნდის და პარლამენტის წევრებთან, ეროვნულ ბანკში, საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებისა და საბანკო სექტორის წარმომადგენლებთან.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები