„თუ გუბერნატორებს უწუნებენ პოლიტიკურ ლოიალობას, ეს იმას ნიშნავს, რომ ამ ადამიანებს საერთოდ არ ესმით, რა არის გუბერნატორის ინსტიტუტი“

„თუ გუბერნატორებს უწუნებენ პოლიტიკურ ლოიალობას, ეს იმას ნიშნავს, რომ ამ ადამიანებს საერთოდ არ ესმით, რა არის გუბერნატორის ინსტიტუტი, განსხვავებით მოსამართლეებისგან, პროკურორებისგან და ა.შ“,- ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძე ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით, გუბერნატორი, კანონმდებლობის თანახმად, არის პოლიტიკური თანამდებობის პირი. შესაბამისად, გუბერნატორი, ბუნებრივია, პირველ რიგში, პოლიტიკური ლოიალობის ნიშნის მიხედვით უნდა შეირჩეს, გარდა იმ კვალიფიკაციისა, რომელიც მას მოეთხოვება. კობახიძის განცხადებით, გუბერნატორი არის პოლიტიკური თანამდებობის პირი, ის არის პოლიტიკური გუნდის წევრი, აქედან გამომდინარე, ბუნებრივია, უნდა შეირჩეს პოლიტიკური ლოიალობის ნიშნითაც.
„თუ ვინმე ამას რამეს უწუნებს, ნიშნავს, რომ მას კანონმდებლობა არ აქვს წაკითხული. შემომწირველიც მაგას ნიშნავს, რომ ლოიალური იყო მმართველი პოლიტიკური ძალის მიმართ. გუბერნატორი არის პოლიტიკური თანამდებობის პირი, ეს პირდაპირ წერია საჯარო სამსახურის კანონში. აქედან გამომდინარე, ბუნებრივია, რომ პოლიტიკური ლოიალობა არის ერთ-ერთი კრიტერიუმი, რომლითაც ინიშნება გუბერნატორი”,- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები