ირაკლი კობახიძე პიტერ უიბლერს შეხვდა

პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე საქართველოში აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მისიის ხელმძღვანელს, პიტერ უიბლერს შეხვდა. შეხვედრაზე ორმხრივი ურთიერთობების აქტუალური საკითხები განიხილეს.
„განვიხილეთ ამერიკის შეერთებული შტატებისა და საქართველოს ურთიერთობების საკითხები. ჩვენ მადლობა გადავუხადეთ ამერიკელ მეგობრებს მხარდაჭერისთვის და იმედი გამოვთქვით, რომ ჩვენი ურთიერთობები კიდევ უფრო გაღრმავდება, რაშიც დარწმუნებული ვართ”,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ შეხვედრის დასრულების შემდეგ, ჟურნალისტებთან საუბრისას.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები