საქართველო-ისრაელის მთავრობათაშორისი ერთობლივი ეკონომიკური კომისიის დამფუძნებელ მემორანდუმზე მოეწერა ხელი

საქართველო-ისრაელის მთავრობათაშორისი ერთობლივი ეკონომიკური კომისიის დამფუძნებელ მემორანდუმზე მოეწერა ხელი. როგორც პორტალ “კვირას“ პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურიდან აცნობეს, ირაკლი ღარიბაშვილისა და ბენიამინ ნათანიაჰუს შეხვედრის დასრულების შემდგომ საქართველო-ისრაელის მთავრობათაშორისი ერთობლივი ეკონომიკური კომისიის დამფუძნებელ მემორანდუმზე ხელმოწერის ცერემონია გაიმართა. „ქართული მხრიდან დოკუმენტს ხელი საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაია ფანჯიკიძემ, ხოლო ისრაელის მხრიდან – ისრაელის სახელმწიფოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ავიგდორ ლიბერმანმა მოაწერა. პრემიერ- მინისტრის ვიზიტის პარალელურად, ისრაელში, ორი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრების თავმჯდომარეობით, ერთობლივი ეკონომიკური კომისიის პირველი სხდომა გაიმართა. კომისიის სხდომაში საქართველოსა და ისრაელის ეკონომიკური პროფილის სამინისტროებისა და სხვა შესაბამისი უწყებების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ. კომისიის სხდომაზე მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, რომ შემდეგი სხდომა მომავალ წელს საქართველოში გაიმართება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები