გლდანში 45 წლის მამაკაცის ცხედარი იპოვეს

თბილისში, გლდანის დასახლებაში, მამაკაცის ცხედარი იპოვეს. წინასწარი ინფორმაციით, 45 წლის მამაკაცი ალკოჰოლზე იყო დამოკიდებული და ჯანმრთელობის პრობლემებს უჩიოდა. ცხედარი გლდანის მეხუთე მიკრო რაიონში, ქუჩაში იპოვეს. შემთხვევა გუშინ მოხდა.
როგორც „კვირას“ შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. მათივე ცნობით, გარდაცვალების მიზეზის დასადგენად, ცხედარს ექსპერტიზა უტარდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები