როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში – უახლოესი დღეების პროგნოზი

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 19, 20-21 აგვისტოს არამდგრადი ამინდი უმეტესად აღმოსავლეთ საქართველოში ნარჩუნდება.
როგორც „კვირას“ გარემოს ეროვნული სააგენტოდან აცნობეს,19 აგვისტოს დასავლეთ საქართველოში – დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. ღამით უმეტეს, დღისით ზოგიერთ რაიონში ხანმოკლე წვიმა და ელჭექია მოსალოდნელი, ღამით ზოგან შესაძლებელია ძლიერი. დღისით იქროლებს აღმოსავლეთის ქარი 10-15მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დაბლობში ღამით+16, +21°, დღისით +27, +32°; მთაში ღამით +14, +19°, დღისით +27, +32°; მაღალ მთაში ღამით +9, +14°, დღისით +24, +29°; ზემო აფხაზეთში ღამით +13, +18°, დღისით +25, +30° იქნება. აღმოსავლეთ საქართველოში – დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატებაა მოსალოდნელი. ღამით და დღის მეორე ნახევრიდან უმეტეს რაიონში ხანმოკლე წვიმა და ელჭექი, ღამით ზოგან შესაძლებელია ძლიერი და სეტყვა. დღისით იქროლებს აღმოსავლეთის ქარი 9-14 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: ბარში ღამით +16, +21°, დღისით +25, +30°; მთაში ღამით +13, +18°, დღისით +23, +28°; მაღალ მთაში ღამით +7, +12°, დღისით +15, +20°. თბილისში – დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. ხანმოკლე წვიმა ელჭექით. დღისით სამხრეთ- აღმოსავლეთის ქარი 8-13 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: ღამით +20°, დღისით +28°. 20 აგვისტოს – დასავლეთ საქართველოში – დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. ზოგან ხანმოკლე წვიმა და ელჭექი. აღმოსავლეთის ქარი 10-15 მ/წმ, დღისით ზოგან შესაძლებელია ძლიერი 17-22 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დაბლობში ღამით +17, +22°, დღისით +28, +33°; მთაში ღამით +13, +18°, დღისით +25, +30°; მაღალ მთაში ღამით +8, +13°, დღისით +22, +27°; ზემო აფხაზეთში ღამით +12, +17°, დღისით +24, +29°. აღმოსავლეთ საქართველოში – დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. ზოგან ხანმოკლე წვიმა და ელჭექი, შესაძლებელია სეტყვა. აღმოსავლეთის ქარი 10-15 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: ბარში ღამით +15, +20°, დღისით +24, +29°; მთაში ღამით +11, +16°, დღისით +22, +27°; მაღალ მთაში ღამით +7, +12°, დღისით +14, +19°. თბილისში – დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. ხანმოკლე წვიმა ელჭექით. სამხრეთ-აღმოსავლეთის ქარი 10-15 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: ღამით +19°, დღისით +26°. 21 აგვისტოს – სამშაბათს დასავლეთ საქართველოში – დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. ზოგან ხანმოკლე წვიმა და ელჭექი. აღმოსავლეთის ქარი 10-15მ/წმ, ზოგან ძლიერი 17-22 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დაბლობში ღამით +18, +23°, დღისით +28, +33°; მთაში ღამით +14, +19°, დღისით +26, +31°; მაღალ მთაში ღამით +9, +14°, დღისით +23, +28°; ზემო აფხაზეთში ღამით +13, +18°, დღისით +25, +30°. აღმოსავლეთ საქართველოში – დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატებაა მოსალოდნელი. ზოგან ხანმოკლე წვიმა და ელჭექი, შესაძლებელია სეტყვა. აღმოსავლეთის ქარი 10-15 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: ბარში ღამით +14, +19°, დღისით +26, +31°; მთაში ღამით +10, +15°, დღისით +23, +28°; მაღალ მთაში ღამით +8, +13°, დღისით +15, +20°. თბილისში – დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. ღამით ხანმოკლე წვიმა ელჭექით, დღისით უმეტესად უნალექოდ. სამხრეთ-აღმოსავლეთის ქარი 10-15 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: ღამით +18°, დღისით +29°.
აღსანიშნავია, რომ მოსალოდნელი სტიქიური მეტეოროლოგიური მოვლენების გააქტიურების შესახებ სააგენტოს მიერ 18 აგვისტოს დღის 12:00 დან გაცემული იქნა გაფრთხილება. რაც 18 აგვისტოდან 19 აგვისტოს დილამდე დასავლეთ საქართველოს მთიან რაიონებში, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოში 18 აგვისტოს დღის ბოლოდან 20 აგვისტომდე მოსალოდნელი იყო დროგამოშვებით წვიმა ელჭექით, ზოგან ძლიერი, სეტყვა.
მოსალოდნელ ძლიერ ნალექებს შესაძლებელია საქართველოს მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო ქვეყნის მთიან ზონებში მეწყრულ – ღვარცოფული პროცესების ჩასახვა – გააქტიურება გამოეწვია. ​ მეტეოროლოგიური სადგურებიდან მიღებული ინფორმაციის საფუძველზე 18 აგვისტოს ძლიერი წვიმა აღინიშნა დასავლეთ საქართველოს ჩრდილო/მთიან რაიონებში; ძლიერი წვიმა სეტყვასთან ერთად აღინიშნა თიანეთში, თელავსა და ახმეტის რაიონის ზოგიერთ სოფლებში. ძლიერი წვიმდა დაფიქსირდა ასევე თბილისში. გარემოს ეროვნული სააგენტო 24 საათიან რეჟიმში აგრძელებს მუშაობას, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურთან და 112-თან ერთად და მოსალოდნელ მეტეოროლოგიურ მოვლენებთან დაკავშირებით ოპერატიულად მიმდინარეობს ინფორმაციის მიწოდება“, -აცხადებენ სააგენტოში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები