ბათუმის ღვთისმშობლის შობის საკათედრო ტაძრის კედლის მხატვრობის აღდგენა-რესტავრაცია იგეგმება

ბათუმში იმყოფებოდნენ ,,სახვითი ხელოვნების ნიმუშთა კვლევის ცენტრის“ თანამშრომლები, რომლებიც ადგილზე გაეცნენ ბათუმის ღვთისმშობლის შობის საკათედრო ტაძარში არსებულ დაზიანებულ ფრესკებს.
აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ინფორმაციით, შეხვედრის მიზანი იყო დაზიანებული კედლის მხატვრობის აღწერა-შეფასება და წინა საპროექტო დოკუმენტაციის მომზადება, რომელიც ითვალისწინებს საარქივო მასალის დამუშავებას და სახელოვნებათმცოდნეო კვლევას, ტემპერატურისა და ტენიანობის რეჟიმის კვლევა-მონიტორინგს, ფოტოფიქსაციას, მოხატულობის დაზიანებათა ტიპების იდენტიფიკაციას და ბიოლოგიურ ანალიზს.
საპროექტო დოკუმენტაციის მომზადების შემდეგ, სააგენტო სხვადასხვა უწყებასთან ერთად, დაგეგმავს შემდგომ განსახორციელებელ ღონისძიებებს, რაც ითვალისწინებს სახურავის შეკეთებას და კედლის მხატვრობის აღდგენა-რესტავრაციას.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები