ნინო წილოსანი უსუფაშვილს პასუხობს: თავისი განცხადებით ერთდროულად რამდენიმე საქმე გააფუჭა

მრავლესობის წევრი ნინო წილოსანი პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარის დავით უსუფაშვილის განცხადებას გამოეხმაურა და განაცხადა, რომ უსუფაშვილმა იმ ინსტიტუტის დაკნინება სცადა, რომლის ხელმძღვანელიც უახლოეს წარსულში თვითონ იყო.

“პერსონალური შეურაცხყოფა მიაყენა მოქმედ პარლამენტის თავმჯდომარეს. ამასობაში ხალხს გაახსენა, რომ საკუთარი ძალისხმევით პარლამენტის თავმჯდომარეობიდან იმდენად ჩაეშვა პოლიტიკის მინუს მესამე სართულზე, რომ საბურთალოს მაჟორიტარულ არჩევნებშიც კი მესამე ადგილზე გავიდა. მისი ასოციაციაც მინუს მესამეზე უდავოა, რომ აქედან მოდის”,-განაცხადა ნინო წილოსანმა.

პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის თქმით, პრეზიდენტის სასახლე უნდა შეესაბამებოდეს მის როლსა და ფუნქციას.კობახიძე ამბობს, რომ “როცა სასახლე დიდია, ადვილია ილუზიის შექმნა, რომ პრეზიდენტის კომპეტენციებიც არის უფრო ფართო,-განაცხადა წილოსანმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები