ლევან იზორია: შესაძლოა, მომავალ კვირაში გახდეს ცნობილი, ვის დაუჭერს მხარს არჩევნებში „ქართული ოცნება”

თავდაცვის მინისტრის, ლევან იზორიას ინფორმაციით, შესაძლოა, მომავალ კვირაში გახდეს ცნობილი, თუ ვის დაუჭერს “ქართული ოცნება” მხარს საპრეზიდენტო არჩევნებში.
„რაც შეეხება საპრეზიდენტო კანდიდატს, თქვენ იცით ჩვენი გუნდის პოზიცია, რომ გუნდს არ ეყოლება საპრეზიდენტო არჩევნებში საკუთარი კანდიდატი. თუ რა პოზიციას დაიჭერს „ქართული ოცნება” ცალკეულ კანდიდატებთან დაკავშირებით, ამაზე გუნდს ექნება თავისი პოზიცია, რომელსაც ახლო მომავალში გააჟღერებს, ეს შესაძლოა, მომავალ კვირასაც მოხდეს”, – განაცხადა იზორიამ.
მისივე თქმით, არავის უნდა ეპარებოდეს ეჭვი, რომ 2008 წელს იყო კულმინაცია იმ აგრესიული პოლიტიკისა, რომელსაც რუსეთის ფედერაცია ჯერ კიდევ 90-იანი წლებიდან ახორციელებს საქართველოში, სხვადასხვა ჰიბრიდული მეთოდებით. „2008 წელს კულმინაციაზე როდესაც ვსაუბრობთ, ამ კულმინაციამ მიიღო რეალური სახე, უშუალოდ მონაწილეობით და ჩვენი ტერიტორიების 20%-ის ოკუპაციით. მოვუწოდებთ რუსეთს, გაიყვანოს მისი შეიარაღებული ძალები ჩვენი ქვეყნის ტერიტორიიდან”,- განაცხადა იზორიამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები