ბათუმში, ავარიას მსხვერპლი მოჰყვა – არიან დაშავებულებიც

ბათუმში, ე.წ. თამარის დასახლებაში, ორი მსუბუქი ავტომანქანის შეჯახებისას, ერთი ადამიანი გარდაიცვალა, ორი კი დაშავდა.
დაშავებულები ბათუმის საუნივერსიტეტო კლინიკაში არიან მოთავსებული.
როგორც „კვირას“ შს სამინისტროში განუცხადეს, მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით მიმდინარეობს, რაც სატრანსპორტო საშუალებით მოძრაობის ან ექსპლუატაციის წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც გამოიწვია ადამიანის ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება.
დანაშაული  4-დან 7 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები