აფხაზეთში მდებარე ახუწის ციხეს კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი მიენიჭა
ოკუპირებული აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში, ოჩამჩირეს მუნიციპალიტეტში, სოფელი ახუწაში მდებარე შუა საუკუნეების ციხეს და კიდევ 14 ობიექტს კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი მიენიჭა. სტატუსი ძეგლმა საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დირექტორის, ნიკოლოზ ანთიძის 31 ივლისის ბრძანებით მიიღო.
ციხე მდებარეობს სოფელ ახუწაში, მცხოვრები შოუ გუდიმის სახლის მახლობლად პატარა კლდის თავზე. ციხე ნაშენია ქვით. მას სამხრეთ დასავლეთით, კლდის ძირში ჩამოუდის ხევი. გარდა სამხრეთ დასავლეთისა ირგვლივ არტყია გალავანი, მხოლოდ გალავანი ოდნავ დაბლა. ციხე კი გაშენებულია უფრო მაღლა, ამიტომ ძეგლი ტოვებს შთაბეჭდილებას, თითქოს ნაგებობა ორიარუსიანი ყოფილა.
ციხის აღმოსავლეთით მხარეს არის პატარა ცილინდრული ფორმის განყოფილება კამაროვანი ჭერით, შიგ კედლები შელესილი აქვს. იგი ოთხკუთხედი კარებით უერთდება ციხეს. ციხის შუა ეზოში არის ჭა.
ძეგლი ნახევარზე მეტი დანგრეულია. სამხრეთ დასავლეთით მდებარე კედელი მთლიანად მოშლილი აქვს. კედლებს არ ეტყობა სათოფურები.