ეჭვიანობის ნიადაგზე მომხდარი მკვლელობა ვარკეთილში – შსს დამნაშავეს ეძებს

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ვარკეთილში მომხდარი მკვლელობისა და მკვლელობის მცდელობის ფაქტები ცხელ კვალზე გახსნა.
„მიმდინარე წლის 8 აგვისტოს, ვარკეთილი 3-ის პირველი მიკრორაიონის 25-ე კორპუსის სადარბაზოში მომხდარი მკვლელობის ფაქტი ცხელ კვალზე გაიხსნა. მიმდინარეობს ინტენსიური ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებები, 1989 წელს დაბადებული ც.გ.-ს დასაკავებლად.
პირველადი ინფორმაციით, მკვლელობა გუშინ საღამოს,  ეჭვიანობის ნიადაგზე მოხდა.
ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით, მოკლულია 41 წლის მამაკაცი. ასევე, დაჭრილია 48 წლის მამაკაცი, რომელსაც ამ დროისთვის, სამედიცინო დაწესებულებაში მკურნალობა უტარდება .

გამოძიება საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობა) და 19-109-ე მუხლის მე-3 ნაწილით (დამამძიმებელ გარემოებაში ორი ან მეტი პირის განზრახ მკვლელობის მცდელობა) მიმდინარეობს. დანაშაული 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“,- აცხადებენ შსს-ში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები