“ჩერნოვეცკის ფონდი“ ახალი სასწავლო წლისთვის, სასკოლო ნივთების შესაძენად აქციას იწყებს

„ჩერნოვეცკის ფონდის“ მცირე საოჯახო ტიპის სახლებში ამჟამად 27 მოზარდი ირიცხება. ყველა მათგანმა ადრინდელი ბავშვობის საკმაოდ რთული პერიოდი გამოიარა – ძალადობის ფაქტები, სულიერი ტრავმა, შიმშილი, სიღატაკე… საბედნიეროდ, ის დრო წარსულს ჩაბარდა.
დღეს ამ ბავშვებს „ჩერნოვეცკის ფონდი“ მფარველობს. ისინი იზრდებიან ისეთ გარემოში, სადაც სუფევს სითბო და სიყვარული, სადაც არსებობს ყველა საშუალება ნორმალური განვითარებისთვის. მცირე საოჯახო ტიპის სახლების აღმზრდელები ყურადღებას არ აკლებენ მათ. ბავშვები თავს ბედნიერად გრძნობენ, რადგან ჯანსაღ ატმოსფეროში იზრდებიან.
ერთ თვეზე ოდნავ მეტი დარჩა ახალი სასწავლო წლის დაწყებამდე. უკვე ტრადიციად იქცა, რომ 15 სექტემბრის შესახვედრად, „ჩერნოვეცკის ფონდი“ საქველმოქმედო აქციას აცხადებს და აგროვებს თანხას, სასკოლო ნივთების შესაძენად.
ამ აქციაში მონაწილეობა – ეს არის გზა ბავშვების გულებისკენ! მოდით, ერთიანი ძალებით განვახორციელოთ ეს წამოწყება, რომელიც მიმართულია მოზარდების საკეთილდღეოდ!
თანხა შეგიძლიათ ჩარიცხოთ ფონდის ანგარიშზე GE15TB7194336080100003 ან GE64BG0000000470458000 (დანიშნულება: მცირე საოჯახო ტიპის სახლები) ან ჩარიცხოთ პირდაპირ საიტიდან: https://chernovetskyifund.ge/ge/projects/

R

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები