7 თვის მონაცემებით, საქართველოს აეროპორტებით მგზავრთა რეკორდულმა რაოდენობამ -2,719,920-მა ადამიანმა ისარგებლა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შპს “საქართველოს აეროპორტების გაერთიანების” ინფორმაციით, 2018 წლის 7 თვის მონაცემებით, საქართველოს აეროპორტები, ჯამში, 2,719,920 მგზავრს მოემსახურა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდს ( 2,130,469 მგზავრი) 28 % აღემატება.
ივლისის თვეში მგზავრთნაკადის ზრდის მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა საქართველოს სამივე საერთაშორისო აეროპორტში: თბილისის საერთაშორისო აეროპორტი ივლისში 429,088 მგზავრს მოემსახურა, რაც 16%-ით მეტია წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით (371,188 მგზავრი). ხოლო 7 თვეში ზრდამ, ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 27% შეადგინა (2,104,161 მგზავრი).
ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი 2018 წლის ივლისში 75,372 მგზავრს მოემსახურა, რაც 2017 წლის ივლისთან შედარებით, 52%-ით მეტია. რაც შეეხება 7 თვის ჯამს, 2018 წლის 7 თვის მონაცემებით, ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის აეროპორტში მზავრთნაკადი 33%-ით გაიზარდა და 310,115 მგზავრი შეადგინა.
ზრდის ტენდენცია ნარჩუნდება კვლავ ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში. 2018 წლის ივლისში ალექსანდრე ქართველის სახელობის საერთაშორისო აეროპორტით 111,325 მგზავრმა ისარგებლა, რაც 11%-ით მეტია შარშანდელ ანალოგიურ პერიოდთან შედარებით (100,613 მგზავრი). რაც შეეხება 7 თვის ჯამს, ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში 2018 წლის 7 თვეში, შარშანდელ ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, მგზავრთნაკადი 29%-ით გაიზარდა და 301,597 მგზავრი შეადგინა. (234,037 მგზავრი).
რაც შეეხება ადგილობრივ აეროპორტებს, მესტიისა და ამბროლაურის აეროპორტებით 2018 წლის 7 თვეში 4,047 მგზავრმა ისარგებლა. 2018 წლის 7 თვის მონაცემებით, ადგილობრივ აეროპორტებში ჯამში 194 რეისი შესრულდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები