უბედური შემთხვევა რუსთავში- 2 წლის გოგონა საავადმყოფოში მიყვანისთანავე გარდაიცვალა

რუსთავში 2 წლის ბავშვი მე-4 სართულიდან გადავარდა. “კვირას” ინფორმაციით, გოგონა თამაშობდა, მაგიდაზე ავიდა და ფანჯარაზე მიმაგრებულ მწერების ბადეს მიეყრდო, რა დროსაც ბადე ფანჯრის ჩარჩოს მოწყდა. ბავშვი კი მწერების ბადეს გადაყვა. პატარა საავადმყოფოში მიყვანისას გარდაიცვალა.
როგორც “კვირას” შსს-ში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 116-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები