დაკავებული ჩოხატაურელი დეპუტატი ხელწერილით გაათავისუფლეს

პატრულისთვის შეურაცხყოფის მიყენების გამო, ჩოხატაურის საკრებულოს ადმინისტრაციული წესით დაკავებული დეპუტატი ვლადიმერ სიხარულიძე ხელწერილით გაათავისუფლეს. თუმცა, ის ჯანრთელობის მდგომარეობის გამო, ისევ კლინიკაში რჩება.
მის საქმეს ადმინისტრაციული კოლეგია ხვალ დილით განიხილავს.
სიხარულიძე პატრულმა დღეს დააკავა. საპატრულო პოლიციის თანამშრომლის იაზონ ვერულიძის განცხადებით, სიხარულიძე ღვედის გამოუყენებლობისთვის გააჩერა, მან კი სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა და არ დაემორჩილა.
შს სამინისტროს განმარტებით, საკრებულოს წევრი ადმინისტრაციული წესით დააკავეს.მას 1 000 ლარიდან 4 000 ლარამდე ოდენობით ჯარიმა, ან 15 დღემდე ადმინისტრაციულ პატიმრობა ემუქრება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები