ლესიჭინეში სოფლის მეურნეობის საცდელ-სადემონსტრაციო ბაზა გაიხსნა

სამეგრელოს რეგიონში, ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის სოფელ ლესიჭინეში სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის საცდელ-სადემონტრაციო ბაზა გაიხსნა, რომელიც 3 ჰექტარ ფართობზეა განთავსებული.
ლესიჭინეს მეურნეობაში ერთწლოვან და მრავალწლოვან კულტურებსა და თაფლოვან მცენარეებზე კვლევებთან ერთად, იშვიათი ვაზის ჯიშების (ჩეში, ჩექობალი, ჭვიტილური, ჩეჭიპეში, ჭუბერი, დუდღუში, გოდაათური, კოლოში, მაჭყვატური) – პოპულარიზაცია მიმდინარეობს.
ლესიჭინეს მეურნეობა სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დირექტორის მოადგილემ, ნოდარ ხატიაშვილმა, ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერმა, დავით გოგუამ და ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ, ბესიკ ესებუამ ოფიციალურად გახსნეს.
„სამეგრელოს რეგიონში საუკეთესო ჯიშების გამოვლენა-პოპულარიზაციის მიზნით, ლესიჭინეს ბაზაზე გაშენებულ ქართული ვაზისა და ხეხილოვანი კულტურების ნარგაობას აქვს როგორც სამეცნიერო, ასევე, პრაქტიკული მნიშვნელობა“, – აღნიშნა ნოდარ ხატიაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები