დავით სერგეენკო: ჩვენ მხარდაჭერას არ ვაცხადებთ ამ ეტაპზე არც ერთი კანდიდატის მიმართ, სანამ არ ვნახავთ მათ რეალურ პროგრამას
“ცალსახად გაცხადდა შეხვედრის შემდეგ, რომ “ქართულმა ოცნებამ” გადაწყვიტა, არ წარმოადგინოს პარტიული კანდიდატი და ამას თავისი ახსნა და ლოგიკა აქვს”, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, დავით სერგეენკომ განაცხადა.
რაც შეეხება იმას, თუ ვის დაუჭერს “ქართული ოცნება” მხარს, რომელ დამოუკიდებელ კანდიდატს, სერგეენკოს თქმით, ეს უახლოეს პერიოდში გამოჩნდება.
“არსებობს ორი მოცემულობა – პირველი, რაც გუშინ ცალსახად გაცხადდა შეხვედრის შემდეგ, რომ “ქართულმა ოცნებამ” გადაწყვიტა, არ წარმოადგინოს პარტიული კანდიდატი და ამას თავისი ახსნა და ლოგიკა აქვს. რაც შეეხება იმას, თუ ვის დაუჭერს “ქართული ოცნება” მხარს, რომელ დამოუკიდებელ კანდიდატს, ეს გამოჩნდება უახლოეს პერიოდში, მას შემდეგ, რაც შესაძლებლობა მოგვეცემა, მოვისმინოთ ამა თუ იმ კანდიდატის ხედვა და პროგრამა. ძირითადი მსჯელობა იყო და საბოლოოდ, შევთანხმდით ყველანი იმაზე, რომ პარტიული კანდიდატი არ იქნება წარმოდგენილი. ეს ერთი და მეორე – შეთანხმება იყო, რომ ჩვენ მხარდაჭერას არ ვაცხადებთ ამ ეტაპზე არც ერთი კანდიდატის მიმართ, სანამ არ ვნახავთ მათ რეალურ პროგრამას და ხედვას”, – განაცხადა დავით სერგეენკომ.