სასამართლომ მალხაზ ტოხოსაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით, პატიმრობა შეუფარდა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტული ცენტრის მიერ დაკავებულ მალხაზ ტოხოსაშვილს, აღკვეთის ღონისძიების სახით, პატიმრობა შეუფარდეს.
სხდომა საქალაქო სასამართლოში ცოტა ხნის წინ დასრულდა.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტულმა ცენტრმა მალხაზ ტოხოსაშვილი იმ გამოძების ფარგლებში დააკავა, რომელსაც ტერორისტულ ორგანიზაციაში გაერთიანებისა და ტერორისტულ საქმიანობაში დახმარების ფაქტზე აწარმოებს.
უწყების ინფორმაციით, დაკავებულს ბრალი საბრძოლო მასალის უკანონოდ შეძენა-შენახვის ფაქტზე წაუყენეს. ამასთან, მისი საცხოვრებელი სახლისა და სამსახურის ჩხრეკისას, „ისლამური სახელმწიფოს“ სიმბოლიკიანი დროშები და ელექტრონული ინფორმაციის მატარებელი მოწყობილობები ამოიღეს. ჩხრეკის შედეგად, ამოღებულია საბრძოლო ვაზნებიც.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები