ესპანეთში ქართველი და სომეხი ე.წ. კანონიერი ქურდები დააკავეს

ესპანეთის პოლიციამ ქალაქ მარბელიაში, ერთ-ერთ რესტორანში ორი ქართველი და ერთი სომეხი ე.წ. „კანონიერი ქურდი“ დააკავა. სამართალდამცველების ინფორმაციით, დაკავებულია სომხეთის მოქალაქე ა.ს. და საქართველოს მოქალაქეები ლ.ბ. და ი.ფ.
ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, რესტორანში გამართულ შეხვედრაზე დაკავებულები ერთ-ერთი კონკურენტი დაჯგუფების წევრის მკვლელობას გეგმავდნენ.
როგორც ესპანეთის ეროვნულ პოლიციაში აცხადებენ, აღნიშნული დაკავება ივნისში ჩატარებული იმ ხმაურიანი სპეცოპერაციის გაგრძელებაა, როდესაც ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრობის ბრალდებით 129 ადამიანი დააკავეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები