გელა სამხარაული პანკისის ხეობის ახალგაზრდა თაობის წარმომადგენლებს შეხვდა

ახმეტის მაჟორიტარი დეპუტატი გელა სამხარაული პანკისის ხეობის ახალგაზრდა თაობის წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრაზე მხარეებმა ხეობაში და ზოგადად, კახეთის რეგიონში არსებული პრობლემები განიხილეს. დეპუტატის განცხადებით, ეს იყო სამუშაო, ინფორმაციული ხასიათის შეხვედრა, რომელზეც მნიშვნელოვან საკითხებზე შეხედულებები გაცვალეს და რეკომენდაციები შეაჯერეს. მისივე თქმით, მსგავსი შეხვედრები ხელისუფლებასა და მოსახლეობას შორის თანამშრომლობის ჩვეულებრივი ფორმაა.
„ნებისმიერი გადაწყვეტილების მიღების პროცესში განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი და საინტერესოა ახალგაზრდების მოსაზრებების გათვალისწინება. დაანონსდა ახმეტის ახალგაზრდული საკონსულტაციო საბჭოს შექმნაც, რომლშიც პანკისის ხეობას თავისი წარმომადგენელი ეყოლება“,- განაცხადა გელა სამხარაულმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები