მართლმადიდებელი ეკლესია დღეს ილიაობას აღნიშნავს

მართლმადიდებელი ეკლესია დღეს ილიაობას აღნიშნავს. 2 აგვისტოს წმინდა ილია წინასწარმეტყველის, ასევე, წმინდა ილია მართლის (ჭავჭავაძე) ხსენების დღეც აღინიშნება.

ილიაობის დღესასწაულთან დაკავშირებით, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე სამების საკათედრო ტაძარში საზეიმო წირვას აღავლენს. ილია მეორემ საკვირაო ქადაგებისას, მრევლს შეახსენა, რომ ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძარი წმინდა ილია წინასწარმეტყველის მთაზე (ელიას მთა) მდებარეობს.

2 აგვისტოს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ანგელოზის დღეც აღინიშნება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები