თბილისის მოსახლეობის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

გეგმური პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, დღეს „თელასის“ აბონენტების ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდებათ. ამის შესახებ “კვირას” „თელასიდან“ აცნობეს. მათივე ინფორმაციით, გეგმური პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, ვაკის რაიონში ელექტრომომარაგება 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეიზღუდება. შეზღუდვა  შეეხება: ჭავჭავაძის გამზირის (ნაწილობრივ), წყნეთის გზატკეცილის (ნაწილობრივ), წყნეთის ხევის, ყიფშიძის, მიქელაძის, მოსაშვილის, ფალიაშვილის, აბაშიძის, თაქთაქიშვილის, გაბაშვილის და ბერძენიშილის ქუჩების მცხოვრებლებს.

გეგმური პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, ელექტრომომარაგება 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეიზღუდება გლდანის რაიონშიც.

შეზღუდვა შეეხება გლდანი-დიღომის შემაერთებელი გზის, თიანეთის გზატკეცილის, გლდანის მასივის VI მიკრორაიონის, ფეიქართა, შეშელიძის, წყალსადენის, ლესელიძის, მიქატაძის და ხერგიანის ქუჩების მცხოვრებლებს.

ასევე, 11:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება ვეკუას, ხიზამბარელის და ხიზაბავრის ქუჩების მცხოვრებლებს. 11:00 საათიდან 12:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება გლდანის მასივის II მიკრორაიონის და ომარ ხიზანიშვილის ქუჩის მცხოვრებლებს.

რაც შეეხება ჩუღურეთის რაიონს, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება ასპინძის 1, 2 ქუჩების, ბოდავის 1, 2 ქუჩების, ჩუბინაშვილის, სააკაძის, ეკატერინე ჭავჭავაძის, ძეგამის, გუმათის, ახუთის, ბერიაშვილის და ნინოშვილის ქუჩების მცხოვრებლებს.

გეგმური პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება სამგორის საიონსაც. კერძოდ, კახეთის გზატკეცილის (ნაწილობრივ), ლილოს დასახლების (ნაწილობრივ), ენუქიძის, ალადასტურის, ჭიჭინაძის, ორხევის, მებაღეობის, ლევან რაზიკაშვილის, ჯავახეთის და ქიზიყის ქუჩების მცხოვრებლებს.

გეგმური პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, 11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აეროდრომის დასახლების 9, 11,12,13,14 ქუჩების, ვარკეთილი-3 ზემო პლატოს, ვარკეთილი-3 I, III, IV, X კვარტლების, შუამთის, თრიალეთის და ხომლელის ქუჩების მცხოვრებლებს.

დიდუბის რაიონში, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება ლუბლიანას, ჭიაურელის, ბელიაშვილის და ჩაჩავას ქუჩების მცხოვრებლებს.

10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება საბურთალოს რაიონსაც. „თელასის“ ცნობით, შეზღუდვა შეეხება სოფელ დიღმის (ნაკვეთები), დიდი დიღმის I, III მიკრორაიონების, პეტრე იბერის, პეტრიწის, მეფე მირიანის, სტრაბონის და ლამბერტის ქუჩების მცხოვრებლებს.

გარდა ამისა, გეგმური პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება დელისის, ზემო ვეძისის, ემანუელ აფხაიძის, ვახტანგ ჩიქოვანის, ზურაბ და თეიმურაზ ზალდასტანიშვილების, მეგრელიძის, ბუდაპეშტის, ლვოვის, ონიაშვილის, შალვა ნუცუბიძის, კანდელაკის და ზემო დელისის ქუჩების მცხოვრებლებს.

ასევე, 10:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება პეკინის გამზირის, გამსახურდიას და იყალთოს ქუჩების მცხოვრებლებს.

გეგმიური პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, 10 საათიდან 15 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გელოვანის გამზირის (ნაწილობრივ), ვაშლიჯვრის დასახლების, გოძიაშვილის, სარაჯიშვილის და დიდგორის ქუჩების მცხოვრებლებს.

გარდა ამისა, 11:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება უნივერსიტეტის და ფხაკაძის ქუჩების მცხოვრებლებს.

ელექტრომომარაგება შეეზღუდება ნაძალადევის რაიონსაც. კერძოდ, 10:30 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება ლუბოვსკის, სვირის, ჟღენტის, ასურეთის, მირზაანის, გეგუთის, ბენდელიანის, სანავარდოს, სანერგეს, კურსების, იმერეთის, ჯავის, კიშინიოვის, ზეკარის, ლისაშვილის, ახტალის, ბუგეულის, მაჩხაანის, დარკვეთის, ლაითურის, წერონისის, თოდრიას, უიარაღოს, წრომის, ძმობის, კისისხევის, ნოსტეს, კახიანის, ქებურიას, რევაზ ურიდიას, კელაპტრიშვილის, კიკნაძის, ხუდადოვის, სტურუას, მიხეილ მესხის, ვახტანგ მახალდიანის, ნოე ჩხიკვაძის, რევაზ ინანიშვილის, უწერის, ბიჩინაშვილის, ღუდუშაურის, წაღვერის, ლევან ცქიტიშვილის, ეროსი მანჯგალაძის, მიქატაძის და ინწკირველის ქუჩების მცხოვრებლებს.

ელექტრომომარაგება შეეზღუდება ისნის რაიონსაც. კერძოდ, 10:30 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება მეტრო „ავლაბრის“ მიმდებარე ტერიტორიის, წმინდა ქეთევან დედოფლის გამზირის (ნაწილობრივ), ევროპის მოედნის, ღვინის აღმართის, ფაღავას, ცისკრის, ირბახის, ბოროდინის, ლაგოდეხის, რუისის, სევანის, ფერიცვალების, მაჭარის, გონაშვილის, ალიხანიანის, ურბნისის, ლადო მესხიშვილის, სართიჭალის, მეფე სოლომონ ბრძენის, ხერხეულიძის, წურწუმიას, ისნის, ჩეხოვის, ჯორბენაძის, დუტუ მეგრელის და იზაშვილის ქუჩების მცხოვრებლებს.

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო და აცხადებს, რომ სამუშაოების დასრულების შემდეგ, აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგებათ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები