სოფელ საგურამოში ხანძარია (ვიდეო)

მცხეთაში, სოფელ საგურამოში, ბალახი და ბუჩქნარი იწვის. ამის შესახებ ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს. მათივე ცნობით, ცეცხლი დაახლოებით 3 ჰა ფართობზეა გავრცელებული.
„ერთ-ერთ ლოკაციაზე ძველი საბურავების დაწვამ დიდი დაკვამლიანება გამოიწვია. ამ წუთებში, მეხანძრე-მაშველები ცეცხლის ლოკალიზებას ცდილობენ. ადგილზე 5 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი მუშაობს“,- აცხადებენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები