ბათუმი ფესტივალ „ფოლკლორის დღეებს“ უმასპინძლებს
29 ივლისიდან 23 აგვისტომდე ბათუმში, ,,Check in Georgia”-ს ფარგლებში, გაიმართება ფესტივალი ,,ფოლკლორის დღეები”.
როგორც „კვირას“ ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრიდან აცნობეს, ფესტივალში მონაწილეობენ: აჭარისა და თბილისის სიმღერისა და ცეკვის ფოლკლორული ანსამბლები, ასევე ქორეოგრაფიული ანსამბლები საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან. სულ 25 კონცერტი იგეგმება 40-მდე ანსამბლის მონაწილეობით.
კონცერტები გაიმართება ბათუმის ბულვარში – ანბანის კოშკთან, ყოველ დღე, 20:00 საათზე. დასწრება თავისუფალია
29 ივლისს პირველ კონცერტს გამართავს აჭარის აკადემიური ანსამბლი „არსიანი.“
ფესტივალი ,,ფოლკლორის დღეები” საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის ორგანიზებით ჩატარდება.