თბილისის მოსახლეობის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

დღეს თბილისის მოსახლეობის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება. კომპანია „თელასის“ ცნობით, გეგმური პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, ისნის რაიონში 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება მეტრომშენის დასახლების, ტვიშის, უშაკოვის, მთისძირის, ყვარლის, ამირეჯიბის, საბანაკოს, მელაანის, მესხეთის, შალვა მშველიძის, ცუცქირიძის, წალენჯიხის, მიქელაძის, გეზათის, ჯორჯ ბუშის, ტოლენჯის, მეტეხის და რატილის ქუჩების მცხოვრებლებს.
 
ასევე, გეგმური პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 10:30 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მეტროსადგურ სამგორის მიმდებარე ტერიტორიის, ნავთლუღის დასახლების, მოსკოვის გამზირის და წმინდა ქეთევან დედოფლის გამზირის მცხოვრებლებს.
 
შეზღუდვა შეეხება ჩუღურეთის რაიონსაც. კერძოდ, 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება დიდხევის აღმართის, ჯავახიშვილის, ხეთაგუროვის, ტოლსტოის, კანკავას, აჯამეთის, ჩიქობავას, გოცირიძის და ზურაბ ქვლივიძის ქუჩების მცხოვრებლებს.
 
„თელასის“ ცნობით, შეზღუდვა შეეხება სამგორის 11:00 საათიდან 17:00 საათამდე რაიონსაც. კერძოდ, ვარკეთილი-3 IV, VI, VII, VIII, IX კვარტლების, მეტრო ვარკეთილის მიმდებარე ტერიტორიის, აეროდრომის დასახლების, კახეთის გზატკეცილის, შუამთის, ჯავახეთის და კალოუბნის ქუჩების მცხოვრებლებს.
 
ასევე, გეგმური პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება სამგორის დასახლების, რკინიგზის ჩიხის, თვალჭრელიძის, მაისურაძის, მიხეილ გახოკიძის, ბერიაშვილის და დამპალოს ქუჩების მცხოვრებლებს.
 
გეგმური პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 12:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება ქინძმარაულის, ილია ბაბუციძის, ნაკადულის და ოცხელის ქუჩების მცხოვრებლებს.
 
რაც შეეხება ნაძალადევის რაიონს, გეგმური პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 10:30 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება გურამიშვილის გამზირის (ნაწილობრივ), ბჟოლეთის, ახალდაბის, არალეთის და მოლითის ქუჩების მცხოვრებლებს.
 
10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება საბურთალოს რაიონსაც, უფრო კონკრეტულად, პეტრე იბერის ქუჩის მცხოვრებლებს, ხოლო 10: საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება ვაჟა ფშაველას გამზირის (ნაწილობრივ), ყაზბეგის გამზირის (ნაწილობრივ), ანტონოვსკაიას, ქართველიშვილის და ოთარ ჭილაძის ქუჩების მცხოვრებლებს.
 
11 საათიდან 14 საათამდე კი ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება კანდელაკის, ტაშკენტის და ბუდაპეშტის ქუჩების მცხოვრებლებს.
 
ასევე, გეგმური პროფილაქტიკური სამუშაოების გამო ვაკის რაიონში10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება კეკელიძის, რაზმაძის და პეტრიაშვილის ქუჩების მცხოვრებლებს.
 
11 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება დიდგორის რაიონსაც, სოფელი წავკისის და შინდისის მაცხოვრებლებს.
 
„კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგებათ”, – ნათქვამია განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები