საქართველოს მთავრობამ ატმოსფერული ჰაერის სტანდარტი დაამტკიცა

„პირველი აგვისტოდან ქვეყანაში ინერგება ჰაერის ხარისხის ევროპული სტანდარტები, რომელიც საშუალებას მოგვცემს ქვეყნის მასშტაბით ატმოსფერული ჰაერის ხარისხის შეფასება, თანამედროვე ევროპული სტანდარტების გამოყენებით მოხდეს“,- ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, როდესაც ატმოსფერული ჰაერის შეფასების საშუალება იქნება, შესაძლებელი გახდება ატმოსფერული ჰაერი ევროპული პრინციპების მიხედვით შეფასდეს.
„ჩვენ მივიღეთ ევროპული დონის სტანდარტი ჰაერში ზღვრული ნორმების შესახებ, დამაბინძურებლების ზღვრული ნორმების შესახებ, აქ განსაზღვრულია სხვადასხვა ტიპის დამაბინძურებლების ზღვრები, მათ შორის მძიმე მეტალების და დიოქსიდების. დღეიდან, როდესაც გვექნება ატმოსფერული ჰაერის შეფასება, შესაძლებლობა გვექნება, რომ ატმოსფერული ჰაერი შევაფასოთ ევროპული პრინციპების მიხედვით. აღნიშნული სტანდარტი ძალიან მნიშვნელოვანი, დიდი, ეკოლოგიური პოლიტიკის ნაწილია, ერთ-ერთი ნაბიჯი, რომელზეც პრემიერ-მინისტრი აქტიურად საუბრობს და უახლოეს ხანებში წარმოგიდგენთ ძალიან კომპლექსურ პრეზენტაციას, საქართველოში ზოგადად, მწვანე პოლიტიკის, მწვანე ეკონომიკური პოლიტიკის და მწვანე ეკონომიკის განვითარების შესახებ“,- განაცხადა ლევან დავითაშვილმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ.
მისი თქმით, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო აქტიურად ახორციელებს ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მონიტორინგს, როგორც ლოკალური ასევე მობილური სადგურების მეშვეობით და ასევე მუშაობს ჰაერის ხარისხის მონიტორინგის ქსელის განახლება-გაფართოებაზე.
„ქვეყანაში უკვე არსებული თანამედროვე ავტომატური მონიტორინგის ქსელი საშუალებას იძლევა სწორედ ევროპული სტანდარტებით მოხდეს ჰაერის ხარისხის შეფასება. ამასთან, ჰაერის ხარისხის ევროპული სტანდარტების დანერგვა პასუხობს ევროკავშირსა და საქართველოს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმების მოთხოვნებს. ჰაერის ხარისხზე მონიტორინგის ევროპული სტანდარტების დანერგვის პარალელურად განვითარება ვებ პორტალი სადაც მოქალაქეებს მუდმივ ონლაინ რეჟიმში შეეძლებათ ინფორმაციის მიღება, კონკრეტულ ლოკაციებზე ჰაერის ხარისხთან დაკავშირებით“,- აღნიშნა მინისტრმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები