შალვა თადუმაძე კრისტიან ურსეს შეხვდა

საქართველოს მთავარი პროკურორი შალვა თადუმაძე  ევროპის საბჭოს ოფისის ხელმძღვანელს საქართველოში კრისტიან ურსეს შეხვდა. საქართველოს მთავარ პროკურატურაში გამართულ გაცნობითი ხასიათის შეხვედრას მთავარი პროკურორის მოადგილე გიორგი გოგაძე ესწრებოდა.

ევროპის საბჭოს საქართველოს ოფისის ხელმძღვანელმა შალვა თადუმაძეს მთავარ პროკურორად არჩევა მიულოცა და პროფესიულ საქმიანობაში წარმატებები უსურვა.

შეხვედრაზე მხარეებმა ევროპის საბჭოს საქართველოს ოფისისა და საქართველოს პროკურატურის ერთობლივად განსახორციელებელი პროექტების მნიშვნელობაზე გაამახვილეს ყურადღება და ამ მიმართულებით სამუშაო შეხვედრების დაგეგმვაზე ისაუბრეს.

საქართველოს მთავარმა პროკურორმა კრისტიან ურსეს მადლობა გადაუხადა ევროპის საბჭოს ოფისის მიერ საქართველოს პროკურატურის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის. შეხვედრის დასასრულს მხარეებმა მომავალში კიდევ უფრო მჭიდრო თანამშრომლობის მზაობა გამოხატეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები