სენატში სახელმწიფო მდივნისა და სენატორების მხრიდან საქართველოს საკითხის ხსენება, აშშ-ს პოლიტიკურ დღის წესრიგში საქართველოს მნიშვნელობაზე მიუთითებს“

„ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რომ სახელმწიფო მდივნის მხრიდან იყო გამოხმაურება საქართველოზე და მან ახსენა საქართველო თავის გამოსვლაში, ვფიქრობ, რომ საქართველო მომავალშიც მუდმივად იდგება ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობის დღის წესრიგში და ამისთვის ვიყენებთ ყველა შეხვედრას და ყველა ვიზიტს“, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა სენატში, ამერიკის სახელმწიფო მდივნის მაიკ პომპეოს მოსმენისას განაცხადა, რა დროსაც სახელმწიფო მდივანმა და სენატორმება ბობ კორკერმა და მარკო რუბიომ სხვა საკითხებთან ერთად საქართველოც ახსენეს.
დავით ზალკალიანის თქმით, თავად ის ფაქტი, რომ აშშ-ის დღის წესრიგში საქართველოზე მუდმივად არის საუბარი, არის იმის დასტური, რომ საქართველოს აქვს ძალიან აქტიური ურთიერთობა სტრატეგულ პარტნიორთან – აშშ-თან.
მინისტრის განცხადებით, მას ვაშინგტონში ვიზიტის ფარგლებში შეხვედრა ჰქონდა სენატორ კორკერთან, რა დროსაც მან აღუთქვა საქართველოს სრული მხარდაჭერა.
„სწორედ ის თავმჯდომარეობდა დღეს საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომას და როგორც გუშინ შეხვედრაზე იყო საუბარი მან დღეს დააყენა საქართველოს ოკუპურებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარება სენატის მოსმენის დღის წესრიგში”,-განაცხადა ზალკალიანმა.
ცნობისთვის, სენატში აშშ-ს სახელმწიფო მდივნის მაიკ პომპეოს მოსმენისას, რომელიც ჰელსინკში გამართულ ამერიკისა და რუსეთის პრეზსიდენტების შეხვედრას დაეთმო, სენატორმა ბობ კორკერმა, რომელიც სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტს ხელმძღვანელობს, რუსეთის დესტრუქციულ ქმედებებზე საუბრისას საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია ახსენა, საქართველო მაგალითად მოიყვანა ამერიკის სახელმწიფო მდივანმაც, რომელმაც სხდომის მონაწილეებს იმ კონკრეტული ქმედებების შესახებ მოახსენა, რომელსაც აშშ- ში რუსეთიდან მომდინარე საფრთხეებისა და მოკავშირეების დასაცავად იყენებს, მათ შორის საქართველოსთვის ჯაველინების მიწოდება, ამავე საკითხზე საკუთარ გამოსვლაში ყურადღება გაამხვილა ასევე სენტორმ მრკო რუბიომ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები