ირაკლი ღარიბაშვილი გივი ბერიკაშვილს დაბადების დღეს ულოცავს

  პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი გივი ბერიკაშილს დაბადების დღეს ულოცავს.
„მთელი გულითა და სულით მინდა დაბადების დღე მივულოცო ბატონ გივი ბერიკაშვილს – მთელი საქართველოსთვის საყვარელ მსახიობს.
ბატონი გივი ქართული თეატრისა და კინოს სრულიად გამორჩეული სახეა. მისი შექმნილი როლები და გაცოცხლებული სახეები სავსეა გულწრფელობით, სიყვარულით და ამიტომაც ძალიან ახლობელი და დაუვიწყარია ქართველი მაყურებლისთვის.
ვუსურვებ ბატონ გივის ჯანმრთელობას, სიმხნევეს და დიდხანს სიცოცხლეს, ვუსურვებ კიდევ დიდხანს გაეხარებინოს თავისი მაყურებელი და თაყვანისმცემელი“, – აღნიშნულია პრემიერის მილოცვის ტექსტში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები