ილია წულაია: ქვეყანას სჭირდება რაციონალური გადაწყვეტილებების მიმღები, ძლიერი და მობილური მთავრობა

„ინტერვიუ იყო დროული და საინტერესო“, – ამ სიტყვებით აფასებს საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ილია წულაია პარტია „ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარის ბიზინა ივანიშვილის გუშინდელ სატელევიზიო ინტერვიუს.

„გუშინდელი ინტერვიუ იყო დროული და საინტერესო. დღეს ჩვენს ქვეყანას სჭირდება ხელისუფლებაში სწრაფი და რაციონალური გადაწყვეტილებების მიმღები, სჭირდება ძლიერი, მობილური მთავრობა და სწორად დაგეგმილი ეკონომიკური განვითარება. ივანიშვილის ჩადგომა პარტიის სათავეში ამის მოლოდინს აჩენს მოსახლეობაში და წარმატებას ვუსურვებ მას და მთელს ჩვენს გუნდს ამ გამოწვევების დაძლევაში“ – აცხადებს ილია წულაია.

შეგახსენებთ, რომ გუშინ, პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა, გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ ვრცელ ინტერვიუში საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ და ეკონომიურ მოვლენებზე ვრცლად ისაუბრა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები