კახა კოჟორიძე: სასამართლო სისტემისადმი ნდობა ვერ იზრდება

სასამართლო სისტემისადმი ნდობა ვერ გაიზრდება, თუ სისტემა არ დაკომპლექტდება ისეთი ადამიანებით, რომლებმაც პროფესიული საქმიანობის განმავლობაში დაამტკიცეს პრინციპების ღირებულებისადმი ერთგულება, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველმა კახა კოჟორიძემ განაცხადა.

როგორც კახა კოჟორიძემ აღნიშნა, სასამართლო სისტემაში არ ხდება ისეთი ადამიანების მოსამართლეებად გამწესება, რომელიც სისტემა ნდობას მოიტანს.

„ვიცით, რომ სასამართლო სისტემისადმი ნდობა ვერ იზრდება. ეს ვერც გაიზრდება, თუ სისტემა არ დაკომპლექტდება ისეთი ადამიანებით, რომლებმაც პროფესიული საქმიანობის განმავლობაში დაამტკიცეს პრინციპების ღირებულებისადმი ერთგულება, რომ ისინი იმსახურებენ იმ საპატიო ღირსებას, რაც არის მოსამართლის მანტია. სამწუხაროდ, ამ პრობლემების გააზრება არ ხდება. გუშინ, ჩვენ მოვისმინეთ ინტერვიუ, ბიძინა ივანიშვილთან. არც ჟურნალისტის მხრიდან და არც, რესპონდენტის მხრიდან არათუ გააზრება არ მოხდა ამ პრობლემების, არამედ სიტყვა, მართლმსაჯულების სისტემა, საერთოდ ნახსენებიც კი არ იყო. ეს იმ ფონზე, როდესაც ორი, თუ სამი თვის განმავლობაში ვხედავთ, რომ საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც აქტიურად გამოხატავენ პროტესტს ქუჩებში, ათასობით მოქალაქე მთავარ პრობლემად ქვეყანაში ასახელებს მართლმსაჯულების პრობლემას. როგორც ჩანს, ეს პრობლემები არ არის ქვეყანაში არსებულ მთავარ პრობლემათა სიაში”, – განაცხადა კახა კოჟორიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები