ანრი ოხანაშვილი: ბატონი ბიძინა არის დამაკავშირებელი ხიდი ქართველ ხალხსა და ხელისუფლებას შორის

ჩვენმა საზოგადოებამ იხილა ბატონი ბიძინა ივანიშვილის სახელმწიფოს განვითარების სწორი ხედვა, რომელიც საზოგადოების ინტერესებზე ზრუნვას ეფუძნება, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა ანრი ოხანაშვილმა პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის მიერ გუშინ “პირველი არხის” ეთერში გაკეთებული განცხადებების შეფასებისას აღნიშნა.

„ჩვენმა საზოგადოებამ იხილა ბატონი ბიძინა ივანიშვილის სახელმწიფოს განვითარების სწორი ხედვა, რომელიც საზოგადოების ინტერესებზე ზრუნვას ეფუძნება. ჩვენ ყველა ვხედავთ, რომ ბატონი ბიძინა არის დამაკავშირებელი ხიდი ქართველ ხალხსა და ხელისუფლებას შორის. ამიტომ, მის მთავარ ამოცანას ყოველთვის წარმოადგენდა შეხსენება გუნდისთვის, რომ სახელმწიფოს მართვა საზოგადოების გამოწვევების გადაჭრაზე ზრუნვით უნდა ხდებოდეს“, -განაცხადა ოხანაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები